სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების შესახებ
ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასკვნითი გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“ -ის მეშვეობით;
2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი:
1) ზეპირი გამოცდა “ZOOM” - ში, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით;
2) წერითი გამოცდა „e- learning“ აკადემიური პლატფორმაზე;
3) ლექტორი თავად ირჩევს გამოცდის ფორმატს.
3. დამატებით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა;
4. ლექტორი ვალდებულია, დეტალური ინფორმაცია დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e- learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე;
5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.